ლევან რატიანი: 5 პაციენტთან, რომელიც ჩვენს კლინიკაშია, ვერიფიცირებულია COVID 19, მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა

“5 პაციენტთან,  რომელიც ჩვენს კლინიკაში იმყოფება,  ვერიფიცირებულია COVID19, მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

“რაც შეეხება დანარჩენი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ჩვენ კლინიკაში იმყოფებიან – ყველასთან ვერიფიცირებულია COVID19, მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ყველა მათგანთან დასტურდება მწვავე პნევმონია დაბურული ფილტვის სინდრომით”, – განმარტა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები