მარინა ეზუგბაია: იმედი მაქვს, ეს ღონისძიებები ვირუსის გავრცელებას მარნეულიდან საქართველოს დანარჩენ ნაწილებში შეაჩერებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ მარნეულში გატარებული ღონისძიებები ვირუსის სავრცელებას შეაჩერებს.
„მარნეულს რაც შეეხება, ვიცი, რომ განსაკუთრებული ღონისძიებები ტარდება და იმედი მაქვს, ეს ღონისძიებები შეაჩერებს ვირუსის მარნეულიდან საქართველოს დანარჩენ ნაწილებში გავრცელებას“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.