ქუთაისში 200 ათასი ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს
ქუთაისში 200 ათასი ადამიანი უწყეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა. პროეტქის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 80 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.