ალბანეთის პრემიერმა, კორონავირუსის გამო, მინისტრებს ხელფასები შეუმცირა

ალბანეთის პრემიერმინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ, კორონავირუსის გამო, მინისტრების ხელფასების შემცირება გადაწყვიტა.

„რაღაც უნდა გავცეთ. ვინც მეტს გამოიმუშავებს, თავისი შენატანი უნდა გააკეთოს. გადავწყვიტე, რომ ალბანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელფასები შემცირდება“, – დაწერა რამამ სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ალბანეთის მთავრობის მეთაურმა მხარდაჭერის სხვა ეკონომიკური ზომები ჩამოთვალა.

„ყველა სამედიცინო მუშაკს დახმარების სახით 25 მლნ დოლარი გამოეყოფა. ასი მლნ დოლარი იქნება გამოყოფილი კომპანიებისთვის, რომ მათ თანამშრომლების ხელფასების გასტუმრება შეძლონ. მძიმე ეკომნომიკურ მდგომარეობაში მყოფ ფიზიკურ პირებსა და ფირმებს დახმარების სახით 6,5 მლნ დოლარს გამოვუყოფთ”, – დაწერა პრემიერმა.

ასევე, დამატებითი სახსრები მიმართული იქნება თავდაცვისა და ექსტრემალურის სამსახურების დასახმარებლად.

მოსახლეობას, ასევე, 1-ელ ივნისამდე ელექტროენერგიის გადასახადი მოუხსნეს.

ალბანეთში კორონავირუსით 64 ადამიანია ინფიცირებული, ორი ლეტალური შემთხვევაა. ქვეყანა კარანტინზეა ჩაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები