მოხალისეთა შტაბს „მოხალისე StopCOVID-19″ უკვე 1500-ზე მეტი მოხალისე შეუერთდა

„ჩვენი პლატფორმა არის ზეპარტიული. ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით ვდგავართ!” – ამ განცხადებას „მოხალისე StopCovid-19″-ის საინიციატივო ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელში აკეთებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მოხალისეები რეგისტრირდებიან დისტანციურ ტრენინგებზე.

„მოხალისე StopCOVID-19″ მიმდინარე წლის 17 მარტს შეიქმნა.

მოხალისეები თბილისის მერიის სერვისების მიწოდებაში უკვე აქტიურად მონაწილეობენ. შტაბი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ცენტრალიზებულად გეგმავს სხვა მოხალისეობრივ აქტივობებსაც.

საინიციატივო ჯგუფი „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის” ბაზაზე იწყებს მუშაობას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მოხალისეები რეგისტრირდებიან დისტანციურ ტრენინგებზე. მომზადების გავლის შემდეგ, მათ გადაეცემათ მოხალისის ოფიციალური ბეიჯები და შესაბამისი აღჭურვილობა.

„მოხალისე StopCOVID-19″-ს უკვე შემოუერთდა 1500-მდე მოხალისე და ათობით ორგანიზაცია.

რეგისტრაცია გრძელდება შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/Fxzi7TenA9TCQNxF6

მოხარული ვართ, რომ ბევრმა ადამიანმა და ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში. ჩვენი პლატფორმა არის ზეპარტიული. ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით ვდგავართ!” – აცხადებენ მოხალისეები.

როგორც მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით 17 მარტს მოხალისეთა ერთიანი შტაბი „მოხალისე StopCOVID-19″ შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები