გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14 ათასს მიუახლოვდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 2,9 ათასით გაიზარდა და, ჯამურად, 20 მარტის მდგომარეობით, 13957 დაავადებულს შეადგენს, – განაცხადეს რობერტ კოხის ინსტიტუტში.
ქვეყანაში 31 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის რეგიონშია – 3497 ათასი. ბავარიაში 2401; ბადენ–ვიურთემბერგში 2746; ბერლინში კი, 731 დადასტურებული შემთხვევაა.