“როსპოტრებნადზორი”: რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდა დაიწყეს

რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდა დაიწყეს, რომელიც 6 სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის “როსპოტრებნადზორი” ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალისტებმა შემუშავებული ვაქცინის ყველა პროტოტიპის “იმუნოგენის კვლევა ლაბორატორიულად მგრძნობიარე ცხოველებზე დაიწყეს”.

სპეციალისტებმა უნდა შეარჩიონ ყველაზე პერსპექტიული და უსაფრთხო პროტოტიპები, რომლებიც იმუნური პასუხის გაცემას შეძლებენ.

ასევე, მათ მოუწევთ, პრეპარატის შემადგენლობა, დოზა და შეყვანის მეთოდის შეიმუშაონ. რუსი მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ვაქცინის დანერგვა წლის მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები