მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

მონაკოს პრინც ალბერ II კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს, მონარქი მუშაობას აგრძელებს.

ამის შესახებ ნათქვამია გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

“პრინცმა მიმდინარე კვირას ჩააბარა კორონავირუსზე ანალიზი და ის დადებითი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს. მის ჯანმრთელობას ექიმი აკვირდება. ის მუშაობას აგრძელებს და მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და უახლოეს თანამებორძოლებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები