რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად კი, 199 ინფიცირებულია.

ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობა მოსკოვშია დარეგისტრირებული, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 22 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.

დღეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში ვირუსს 79 წლის ქალი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები