აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44–მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – განაცხადეს მინისტრთა კაბინეტში გახსნილ ოპერატიულ შტაბში.
აღინიშნება, რომ ინფიცირებულები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან დაბრუნდნენ.
ამჟამად ისინი საავადმყოფოს განსაკუთრებულ რეჟიმში არიან მოთავსებული.
დღეს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა არ გამორიცხა, რომ დროთა განმავლობაში რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იყოს გამოცხადებული.