კახა კუჭავა: პირობა, რომ შევძლებდით „ტყის კოდექსის” საბოლოოდ მიღებას – ეს მიზანიც მიღწეული იქნება

პირობა, რომ შევძლებდით „ტყის კოდექსის” საბოლოოდ მიღებას – ეს მიზანიც მიღწეული იქნება, – ამის შესახებ არლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსის” განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც 1 წლის წინ დაუჯერებელი ჩანდა, პარლამენტი უკვე მეორე მოსმენით იღებს.

„ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინგადადგმული იმისთვის, რომ ჩვენ ტყის მასივების მართვა უფრო ეფექტიანი გავხადოთ და რაც ყველაზე მთავარია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არამედ, კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოში მისი რაოდენობა. ის, რასაც ერთი წლის წინ ალბათ ვერავინ დაიჯერებდა ახლა უკვე მეორე მოსმენით ვიღებთ. პირობა, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავდეთ, რომ შევძლებდით „ტყის კოდექსის” საბოლოოდ მიღებას – ეს მიზანიც მიღწეული იქნება”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, „ტყის კოდექსი” დაახლოებით 6-7 წელი მუშავდებოდა თუმცა, ბოლო ერთი წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან განხილვებში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე.

„საკითხზე მუშაობის კუთხით, ბოლო ერთი წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ აქ ვნახეთ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა და ის დიდი გუნდი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად პედანტურად გადიოდით ყველა იმ მუხლს და საკითხს, რომელიც ხშირად იყო დავის საგანი თუმცა, მიხარია, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელზედაც ძირითადად, შეთანხმება მიღწეული იქნა ყველა მხარის მიერ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ ამ კანონს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები