გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10999- ს შეადგენს

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 2,8 ათასი გაიზარდა და 10 999 შეადგინა, – განაცხადეს რობერტ კოხის ინსტიტუტში.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიაში – 3 ათასზე მეტი; ბავარიასა და ბადენ–ვიურთენბერგშია 1692 და 2155 შესაბამისად. ბერლინში 573 შემთხვევაა.

თავის მხრივ, ადგილობრივი მედია 12, 3 ათას ინფიცირებულსა  და 31 გარდაცვლილზე წერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები