გიორგი ხოჯევანიშვილი: მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სამართალდამცველებთან, რათა კოორდინებულად მოვახდინოთ ყველა პრევენციული ღონისძიება

სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში ბრიფინგი გამართა. გიორგი ხოჯევანიშვილმა მედიასთან დაწვრილებით ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების გამო მხარეში შექმნილ ვითარებასა და გავრცელების შეკავების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, დახურვის რეკომენდაცია მიეცა სასკვების ობიექტებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც ქალაქში, ასევე რაიონის მიმართულებით და საქალაქთაშორისო რეისებზე შეიზღუდება.

გუბერნატორის განმარტებით, დისტანციურ მუშაობაზე გადადის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო
სამსახურების უმრავლესობა, ხოლო ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ, მოხალისეებად გადამზადდებიან.

,,ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სამართალდამცველებთან, რომ კოორდინებულად მოვახდინოთ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. მქონდა შეხვედრა ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი ქსელური მაღაზიების ხელმძღვანლებსა და აგრარულ ბაზრებთან. მინდა იცოდეთ, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხეები არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები