ლალი ტურძელაძე: კლინიკაში გუშინ შემოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საყურადღებოა

“ამჟამად, გვყავს 32 პაციენტი, აქედან სამი არის კორონავირუსით ინფიცირებული. ერთი იყო ძველი პაციენტი, ორი არის გუშინ შემოსული ცოლ-ქმარი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებო.

“ამჟამად, გვყავს 32 პაციენტი, აქედან სამი არის კორონავირუსით ინფიცირებული. ერთი იყო ძველი პაციენტი-ქალბატონი და ორი არის გუშინ შემოსული ცოლ-ქმარი. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი პაციენტი, რომელიც ჩამოსულია საზღვარგარეთიდან მასთან ჰქონდა კონტაქტი გუშინ შემოყვანილ ქალბატონს, შემდეგ დასნებოვდა მეუღლეც. ქალბატონს პნევმონია აქვს. ქმარს შედარებით მსუბუქი სახის პნევმონია აქვს, ქალბატონის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ამ წუთში ძალიან საყურადღებოა”,- განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები