თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ასპინძიდან ერთი პირი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანეს(ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია, რის გამოც ის საპატრულო პოლიციამ დააკავა და  აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანა.

როგორც „რეგიონულ კვირას“  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსმა, ნინო ზედგინიძემ განუცხადა, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 120 პირი იმყოფება, ხოლო  აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 17 ადამიანია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დაადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია.  კარანტინში 1344  ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები