რუსეთში კორონავირუსის 147 დადასტურებული შემთხვევაა

რუსეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვი 147–მდე გაიზარდა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გუშინ გამოვლენილთაგან 31 შემთხვევა მოსკოვშია, თითო–თითო –  ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში.

აღინიშნება, რომ ყველა ინფიცირებული უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის მაღალი ინფიცირების რისკის ქვეყნებში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები