სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა​, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

რწმუნებულმა დამსწრეებს პრემიერთან შეხვედრის დეტალები გააცნო და შესაძლო შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომას ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, ძალოვანი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“გავეცით ბრძანება, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დაიკეტოს ისეთი ადგილები, როგორებიცაა,  ტოტალიზატორები, კაზინოები, სპა ცენტრები, ახალციხის ციხე, ვარძია და სხვა ტურისტული ცენტრები”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

შეხვედრაზე, ასევე, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზეც გამახვილდა ყურადღება. ამ დროისთვის, ქალაქებსა და რაიონებს შორის მოძრაობა უცვლელი რჩება, თუმცა ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები