გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8,2 ათასამდე გაიზარდა
“გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8, 200–მდე გაიზარდა”, – განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა, ლოტარ ვილერმა.
კოხის ინსტიტუტი, ისევე, როგორც აშშ–ში ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი, დაავადების სტატისტიკას აწარმოებს.
ვილერმის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აღინიშნება ჩრდილოეთ–რეინში, ბავარიასა და ბედენ–ვიურთენბერგში, თითოეულ მათგანში ათასზე მეტი ინფიცირებულია.