საირმის საკარანტინე სივრცეში 32 ადამიანი გადაიყვანეს

საირმეში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში საფრანგეთიდან ჩამოსული 32 ადამიანი გადაიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ამბობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“საირმეში გადავიყვანეთ საფრანგეთიდან ჩამოსული მოქალაქეები. ამ დროისთვის, საირმეში კარანტინში სულ 88 ადამიანია, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამბობს გოჩა გიორგიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები