შიდა ქართლში სოციალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის საკვების სახლებში მიწოდება მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტად მიმდინარებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შიდა ქართის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.

“უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებისთვის განკუთვნილი საკვები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ადგილზე ყოველდღიურად მიაქვთ.
შიდა ქართლის რეგიონში პერმანენტულად ხორციელდება ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, სკოლების, სააღმზრდელო დაწესებულებებისა და საჯარო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე, საჭიროებისამებრ ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამუშავება.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის მოხალისეთა ჯგუფების მიერ საკვების სახლში მიწოდების ინიციატივა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ინიციატივაში ახალგაზრდები  მთელი საქართველოდან აქტიურად ჩაერთვნენ და მოხალისეობრივ საქმიანობას უსაფრთხოების წესების დაცვითა და სპეცეკიპირებით ასრულებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 81 ადამიანი რჩება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები