კომპანია “სენსესი” მზადაა, სამედიცინო დაწესებულებებს 100 პაციენტისთვის თეთრეული უსასყიდლოდ გადასცეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, ადგილობრივი წარმოების კომპანია ,,სენსესმა“ სტაციონარისთვის საბნები, ბალიშები და თეთრეული გადასცა.

როგორც კომპანიამ ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით განთავსებულ საკარანტინო ზონებსა და სამედიცინო დაწესებულებებს სრულ კომპლექტს უფასოდ გადასცემენ. ტრანსპორტირებასაც თავად უზრუნველყოფენ.

“კომპანია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ სამედიცინო თუ საკარანტინე დაწესებულებას, ქვეყნის მასშტაბით, გადასცეს 100 ადამიანისთვის საჭირო კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირებას ,,სენსესი“ უზრუნველყოფს.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 592 999 995
გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით, ყველაფერი კარგად იქნება.
,,სენსესი“ გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები