გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დღის განმავლობაში ტესტი კიდევ ექვს მოქალაქეს ჩაუტარდება.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში ახალი კორონავირუსის არცერთი ფაქტი დადასტურებულა.
„35 პირი შემოვიდა წუხელ ჰოსპიტლის საკარანტინო ნაწილში. ყველა მათგანი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოყვანილი. აქედან ექვსი პირის ანალიზი დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. მათ აქვთ დაბალი ტემპერატურული რეაქცია, ზოგს – ხველა. დანარჩენების მდგომარეობა ნორმალურია. დავაკვირდებით და ამის შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია. ზოგი თვითიზოლაციაში გააგრძელებს, ზოგი დარჩება ჰოსპიტალში. სულ 55 პირია საკარანტინო სივრცეში. ამ დრომდე აქ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 81 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები