ბათუმის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პირი კარანტინიდან გადაიყვანეს

“ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით მყოფი ერთადერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, დავით მურვანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი შესაბამის მკურნალობას გადის. ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ორ მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევები უტარდება. ისინი საკარანტინე ზონიდან სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს. პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
აჭარაში საკარანტინე ზონაში 30-მდე პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 70 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები