ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი რვა პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მყოფი რვა პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. პაციენტებიდან ყველას მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, კიდევ ორი პაციენტი მიიღეს, რომელთა პასუხებიც რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა რომელთაგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინში 1130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 81 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები