ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა COVID 19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიების შესახებ ისაუბრა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან რეგიონში COVID 19-ის წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, არსებული რეკომენდაციებისა და ვითარების შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო რწმუნებულმა 18 მარტიდან რეგიონის მასშტაბით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებისა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება. სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება. საუბარი შეეხო ყველა სამთავრობო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქისთვის.

ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც აქტიურად ხორციელდება რეგიონისა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით. სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში ინტენსიურ რეჟიმში ქვეყნდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ყველა ახალი ინიციატივისა და რეკომენდაცია.

დამზადდა და უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფლაერები ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. ინფორმაცია რამდენიმე ენაზე, ოპერატიულად ქვეყნდება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტსა და Facebook გვერდზე.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოების ინფორმირების პროცესში, როგორც ადგილობრივი მედია-რესურსის საშუალებით ასევე, ფეისბუქლაივების გამოყენებით. ჩართვებში ინფორმაციის გავრცელება ხორციელდება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

რეგიონის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი, გამოუყენებელი საკვები პროდუქტი სოციალურ სასადილოებს, ბავშვთა სახლებსა და უშუალოს სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებს გადაეცემათ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საკვები პროდუქტების დეფიციტური მოთხოვნის არასებობის შესახებ, ვინაიდან საზღვრებზე შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელებულა.

ვირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები. ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ჩაეწერონ მოხალისეთა ჯგუფებში.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად.

ასევე, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება, თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა მოსახლეობა შეუფერხებლად სარგებლობს საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების სერვისით, როგორც ტელეფონით ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები