ზურაბ ნასარაია: სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება

გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ქალაქ ოზურგეთის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა. რწმუნებულმა ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო.

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ და არც ჰქონიათ.

“მინდა, მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არანაირი პანიკის საფუძველი რეგიონში არ დგას. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება. მთავარია, გავითვალისწინოთ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები