პანდემიის ფონზე ევროპის საბჭოს ღირებულებები უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის – დავით ზალკალიანი

“კორონავირუსის პანდემია გამოწვევის წინაშე აყენებს ერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც. დღეს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან უფრო მტკიცე სოლიდარობის დროა!” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, “ევროპის საბჭოს ღირებულებები: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის.”​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები