ხვალიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 18 მარტიდან აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ამიტომ  ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. ქუთაისში იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსები და მათი მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.
„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები