გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი დაურიგდებათ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ერთი თვის სამყოფი პროდუქტი გადაეცემათ.
კალათა, რომლის ღირებულება 60 ლარია სხვადახსხვა პროდუქტით იქნება დატვირთული. როგორც “რეგიონულ კვირას ” მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა,  ოჯახებისთვის, თითოეული სასურსათო კალათა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
“გურჯაანის მაჟორიტარი-დეპუტატის ინიციატივა იყო ოჯახებს შევხიდებოდით და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება დავარიგოთ კალათები,რაც ოჯახებისთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენი აღსაზრდელებისთვისაც.რაც ბავშვებს ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ,მიიღებენ ასეთი ფორმით”,- განმარტა ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მერიიდან სასურსათო კალათებისთვის 132 ათას ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები