ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები დარიგდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროს მაკა მამარდაშვილთან და მოხალისეებთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას ვირუსის პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები