ბორჯომში შიდა ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტობუსები, ყოველი მარშრუტის შემდეგ, სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი გაეცნენ.
დავით ზაალიშვილის თქმით, ღონისძიებები ტარდება როგორც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავ კერძო ტრანსპორტში.
მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ამ ეტაპზე პენსიის ასაღებად ბანკომატებთან არსებულ რიგებს აწესრიგებს.
ახალგაზრდა მოხალისეები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში ქალაქის სხვა ორგანიზაციებსაც დაეხმარონ.