შუახევში COVID-19 პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, შუახევის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციები მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდნენ.
ბაგა-ბაღებში, საჯარო სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუახევის მერიისა და ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით დაიგეგმა არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბაღებში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისათვის, მოხმარდეს ისევ ბაღის აღსაზრდელებს.
პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. პროდუქტი, შუახევის მუნიციპალიტეტის ბაღებში რეგისტრირებულ 481 აღსაზრდელს დაურიგდება. შუახევის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების მიერ, გაფრთხილებული იქნა მუნიციპალიტეტში მეწარმე, ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის ავტო–სატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელი (მაღაზიები, კვების ობიექტები, სასურსათო ობიექტები, სამარშუტო ტაქსები), რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმოკლეს ვადაში, მათ კუთვნილ ობიექტებსა და მიკრო სამარშრუტო ტაქსებს ჩაუტარონ სადეზინფექციო სამუშაოები, რაზედაც განხორციელდება ყოველდღიური კონტროლი.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. ეს გადაწყვეტილება შეეხება შუახევში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსს.