კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 182 ადამიანი იმყოფება

კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 110 -დან 182 – მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის განცხადებით, 16 მარტის ჩათვლით თვითიზოლაციიდან მოიხსნა 11 მოქალქე და 33 პირი გადაყვანილი იქნა კარანტინში.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორი საკარანტინო სივრცე მოქმედებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზარდოს.

“თელავის მუნიციპალუტეტში სულ ორი ზონაა გამოყოფილი, მათგან ერთში 27 პირი იმყოფება და მეორეში – 6 . კარანტინში მყოფთაგან ყველა საქართველოს მოქალაქე არ არის. რაც მთავარია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა პირის დამაკმაყოფილებელია “, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

რეგიონის მასტაბით, ახმეტაში თვითიზოლაციაში იმყოფება 46 ადამიანი, გურჯაანში – 21, დედოფლისწყაროში – 16, თელავში – 58, ლაგოდეხში – 5, საგარეჯოში – 16, სიღნაღში -10 და ყვარელში – 10 ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები