კიევში დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მასობრივად დაიხურება
კიევში დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი დაიხრება, – შესაბამისი განკარგულება ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გასცა.
კერძოდ, დაიხურება ყველა რესტორანი, ღამის კლუბი, სპორტული დარბაზი, სილამაზის სალონი და სავაჭრო ცენტრი.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას.
პრევენციული ზომის სახით უკრაინის მთავრობას 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით დახურული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა.
გარდა ამისა, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც კარანტინის წესის დარღვევისთვის სასჯელს ამკაცრებს.
ქვეყანაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა, 13 მარტს ვირუსისგან პირველი გარდაცვალებაც დაფიქსირდა.