ქუთაისის მერი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამ დროისთვის ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობენ.
ქალაქის მერი დაინტერესდა , ხომ არ შეექმნათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე რაიმე სახის დაბრკოლებები შექმნილი ვითარების გამო.
როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ამ ეტაპზე მასალის შესაბამისი მარაგი აქვთ, რათა სამუშაოები გაგრძელდეს. თუმცა, მოკლე ხანში მარაგის შევსება საჭირო გახდება.
“კოორდინებული მუშაობით ამ დაძაბულ დღეებს გადავლახავთ. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ქუთაისში, გაგრძელდება და დასრულდება ყველა ქუჩა, ყველა სკვერი და სპორტული მოედანი”,- აცხადებს ქუთაისის მერი ,გიორგი ჭიღვარია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო, შეიცვალა მთელი რიგი გეგმები და ვადები, თუმცა სამუშაო პროცესები არ შეჩერებულა.