ლევან ნიკოლეიშვილი: ახლა როგორც უნდა ატრიალონ ეს ინფორმაცია მოქილიკეებმა, ფაქტია, რომ ეს ჩვენი სასამართლო სიტემის კიდევ ერთი სერიოზული საერთაშორისო აღიარებაა
„საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპაში კი პირველ ადგილზეა!” – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი წერს, Heritage Foundation-ის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტურობით ევროკავშირის 14 სახელმწიფოს უსწრებს.
„ამერიკული გავლენიანი და ლიდერი ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშენი”, რომელიც 2020 წელს ნომერ პირველ სინქ თენქად დასახელდა საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით, სასამართლო სისტემებს აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: Judicial independence (სასამართლოს დამოუკიდებლობა), Quality of the judicial process (სასამართლო პროცესების ხარისხი), Favoritism in obtaining judicial decisions (მიუკერძოებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას). ამ ორგანიზაციამ სასამართლოს ეფექტურობის ინდექსის გამოქვეყნება 2017 წლიდან დაიწყო და უკვე მეოთხე წელია, რაც ამ ინდექსის მიხედვითსაქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში ხვდება. ექსპერტიზის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტურობით ევროკავშირის 14 სახელმწიფოს უსწრებს – ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას.
ახლა როგორც უნდა ატრიალონ ეს ინფორმაცია მოქილიკეებმა და ქვეყნის არგანვითარების მოსურნეებმა, ფაქტია, რომ ეს ჩვენი სასამართლო სიტემის და გატარებული რეფორმების კიდევ ერთი სერიოზული საერთაშორისო აღიარებაა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.