წალენჯიხაში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, მამაკაცი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციის დარღვევის პირველი ფაქტი გამოვლინდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა, მამაკაცს, რომელიც წალენჯიხაში საფრანგეთიდან ჩამოვიდა, თვითიზოლაციაში ყოფნისას სიტყვიერი გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული, თუმცა, მიუხედავად ამისა  მაინც დაარღვია თვითიზოლაციის წესები.
„95 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ გააჩნიათ კლინიკური ნიშნები, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის. რაც შეხება გუნიშნელ ფაქტს – გიდასტურებთ, რომ ერთი პაციენტი გადაყვანილია საკარანტინო სირცეში იძულების წესით”, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
პოლიციამ მამაკაცი გვიან ღამით იძულების წესით მახინჯაურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანა. აღნიშნული ფაქტს ადასტურებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფ პირების მონიტორინგს როგორც შს სამინისტროს, ასევე – საგანგებო სიტიუაციების სამსახურის თანაშრომლები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ახორციელებენ.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი ამ ეტაპზე 95 შეადგენს, აქედან 17 პირს თვითიზოლაციის პერიოდი უკვე ამოეწურა და ისინი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ.
ოდიშარიას ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, რეგიონში არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში Covid-19 არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები