თოვლი და შტორმი – როდის გამოიდარებს საქართველოში
საქართველოში ნალექიანი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მარტს დედაქალაქში თოვა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება.
“მაღალ მთაში თოვლი, ბარში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი შენარჩუნდება. 19 მარტს კი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. ინტენსიური თოვის გამო მთიან ზონებში, გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.