წყალტუბოში კარანტინში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, იძულებით 8 ადამიანი გადაიყვანეს
წყალტუბოში ერთ ერთ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი გუშინ, ღამით კიდევ რვა ადამიანი გადაიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი – გოჩა გიორგიძე ამბობს, ამ ადამიანებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
“წუხელ, ღამით კიდევ რვა ადამიანი გადავიყვანეთ წყალტუბოში, მათ აქვთ მოგზაურობის ისტორია. უმეტესობა არის ზესტაფონიდან. მათ დაარღვიეს თვითიზოლაციის წესები. ამ დილის მონაცემებით, წყალტუბის საკარანტინო სივრცეში სულ 121 ადამიანი იმყოფება”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 108 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 64ადამიანი.