თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ

ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ , – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის საფუძველი ჩინურმა გამოცდილებამ მისცა, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელენული ეგონათ და გაწერეს, შემდეგ აღენიშნებოდათ სიმპტომები და შეაბრუნეს უკან კლინიკებში.

„პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. დღეს განმეორებითი გამოკვლევის პასუხიც ლუგარის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი. პაციენტი გაეწერა, ოღონდ მიაქციეთ ყურადღება, ასე წესი შევიმუშავეთ საქართველოში. ზოგ ქვეყანაში ეს წესი არის, ზოგში – არ არის. ზოგ ქვეყანაში პაციენტი, რომელიც ითვლება გამოჯანმრთელებულად წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია და თავისუფალია.

ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორია. ეს პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც კონტაქტში შევა სხვებთან. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ სიმპტომები ხელახლა და შეაბრუნეს უკან კლინიკებში. ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები