ქუთაისის მერია კომპანიებს, რომლებიც ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ემსახურებიან, საბიუჯეტო გადასახადს უმცირებს

ქუთაისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს გადასახადს შეუმცირებს, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, გადასახადი გაუნახევრდება კომპანიებს, რომლებიც ქალაქში მიკროავტობუსების გადაადგილებას უზრუნველყოფენ, ხოლო ავტობუსების მფლობელებს გაუუქმდებათ.

“მოგეხსენებათ, ქალაქში არ ფუნქციონირებს ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები. გადასახადთან დაკავშირებით ტრანსპორტი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გავუნახევროდ გადასახადი მიკროავტობუსებს, ხოლო ავტობუსებს გავუუქმოდ, რადგან შეძლონ მუშაობა და მოემსახურონ ჩვენს ქალაქელებს,” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ შეღავათებით კომპანიები ისარგებლებენ მანამ, სანამ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები