დიმიტრი ხუნდაძე: ვირუსმა არ იცის თანამდებობა, გვარ-სახელი და პოლიტიკური მრწამსი

„საჭიროა სრული ადეკვატური დამოკიდებულება ყველას მხრიდან – როგორც მოქალაქეების, ასევე პოზიციის თუ ოპოზიციის მხრიდან”,- ასე გამოეხმაურა ახალი კორონავირუსის ფონზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „დღის ქრონიკაში”.

რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავშეყრის ადგილები, საკომიტეტო მოსმენაც კი, განტვირთული უნდა იყოს, რადგან „ვირუსმა არ იცის თანამდებობა, გვარ-სახელი და პოლიტიკური მრწამსი”:

ამავე საკითხზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ალტერნატიული მეთოდით ჩატარდეს:

„ეს იქნება ელექტრონული თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით, რომ პროცესი დარეგულირდეს და უკეთესის ძიებაში, რისკის მაღალი ხარისხი არ მივიღოთ”,- განაცხადა დეპუტატმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, სასურველ შედეგზე გასასვლელად, ყველა მობილიზებული უნდა იყოს:

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მან აჩვენა მობილიზების საუკეთესო მაგალითი და შედეგიც არის სახეზე, მაგრამ თვითკმაყოფილებისა და დამშვიდების საშუალებას ჩვენ საკუთარ თავს არ მივცემთ. საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, ადგილობრივი მთავრობის მიერ, იქნას შესრულებული. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. კორონა ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, ის აზიანებს ეკონომიკასაც, ამიტომ გვჭირდება სწორი რეგულაციები. დანის პირზე ჩვენ სწორად გავდივართ და ვფიქრობ, რომ შედეგიც სასურველი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები