ფოთისა და ხობის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი სასულიერო პირებს ხვდება

ფოთისა და ხობის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება.
გუშინ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა.
მას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები უნდა შეიკრიბონ, საკითხის შესახებ იმსჯელონ, რათა ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.
სასულიერო პირები საკათედრო ტაძარში უკვე შეკრებილები არიან.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები