კახეთში პოლიციამ კარანტინში იძულების წესით კიდევ ორი მოქალაქე გადაიყვანა

კახეთში თვითიზოლაციის წესები ორმა მოქალაქემ დაარღვია, რომელიც სამართალდამცველებმა თელავის იუსტიციის სახლიდან იძულების წესით კარანტინში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მათგანი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე, თელავის იუსტიციის სახლში დოკუმენტაციის მოწესრიგებას ცდილობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, იძულების წესით კარანტინში გადაიყვანეს.

კარანტინში გადაყვანილის ახლობელმა განმარტა, რომ მამაკაცი აზერბაიჯანიდან 3 დღის წინ დაბრუნდა და  თვითიზოლაციის წესებს რეგულარულად არღვევდა.

“3-4 დღეა, რაც აზერბაიჯანიდან დაბრუნდა და სხვებთანაც კონტაქტობდა, არღვევდა წესებს”, – განმარტა ახლობელმა.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონიდან საკარანტინო სივრცეში იძულების წესით 9 მოქალაქეა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები