ირაკლი ქადაგიშვილი: ვატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას და კახეთის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიფინგზე რეგიონში კორონავირუსის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.

ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონი, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაშია და პანიკის საფუძველი მოსახლეობას არ აქვს.
“ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თუ მოხდა სხვა დამატებითი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, აღსრულდება რეგიონის დონეზე. ახლა ვმოქმდებთ იმ რეჟიმით, რა რეჟიმიც არის მთლიანად ქვეყანაში”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებერება და, ასევე, ყველა ის პირი კონტროლდება, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ჩვენი ცენტრი პოლიციასთან კოორდინაციაში ყოველდღიურად ახორცილებს შემოწმებას თვითიზოლაციაში მყოფი პირებისა. ის, ვინც არღვევს რეჟიმს, პოლიციასთან ერთად გადაგვყავს კარანტინში”, – განმარტა ნელი ხიზანიშვილმა.

ბრიფინგზე, ასევე, ისაუბრეს 47 წლის ქალზე, რომელიც თელავის საკარინტინო სივრცეში იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ხიზანიშვილის განმარტებით, შუა ხნის ქალს კონტაქტი სხვა პირებთან არ ჰქონია, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა.

კახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, 110 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, მათგან 9 მოქალაქე იძულების წესით გადაყვანილია კარანტინში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები