ვალეში 3500-მდე ადგილობრივი წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

ქალაქ ვალეში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. 

“ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით  მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო 8 ჭაბურღილი და 19 კილომეტრამდე მაგისტრალური მილსადენი.  გარდა ამისა, დაგეგმილია ორი რეზერვუარის მშენებლობა და  წყლის სათავე ნაგებობის რეაბლიტაცია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან 3 500-მდე ადგილობრივი  24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები