“ყველა ღონისძიება კარგად თუ შესრულდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ყველა ღონისძიება ხარისხობრივად კარგად შესრულდება, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა.

„მთავრობა ვახერხებთ, ერთობლივი გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ ყველა სახის პრევენცია. დამოკიდებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს ღონისძიება ხარისხობრივად კარგად იქნება შესრულებული, მაშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დადგება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები