ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“, ან “თურქეთის ავიახაზები“

18 მარტის 00:00 საათიდან, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაექებისათვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“, ან “თურქეთის ავიახაზები“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები