კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მთავრობამ მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია მისცა

კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ თავიანთი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები