ონში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერ ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები შედიან.

ჯგუფის პირველი შეხვედრზე ემზარ საბანაძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, ის მოსალოდნელი რისკები და შედეგები გაანალიზა, რომლის წინაშეც შესაძლოა, ონის მუნიციპალიტეტი დადგეს და ვირუსის პრევენციის მიზნით გაჟღერებული რეკომენდაციები განიხილა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ბაკურაძე ჯგუფის წევრებს პრევენციული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა, რომელიც მიზანშეწონილია, თითოეულ დაწესებულებებში ჩვეული სამუშაო პროცესის აღდგენამდე და სამუშაო რეჟიმის დროს გატარდეს.

ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტში იმ დროისთვის არსებული ვითარების შეჯამების, შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ყოველ პარასკევს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები